გაბადაძე ანდრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაბადაძე ანდრია“ გადაიტანა გვერდზე „მღვდელი ანდრია (გაბადაძე)“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მღვდელი ანდრია (გაბადაძე)“ გადაიტანა გვერდზე „გაბადაძე ანდრია...) |
მიმდინარე ცვლილება 18:58, 18 იანვარი 2023 მდგომარეობით
გაბადაძე ანდრია – (1824-1904), მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1851 წ. იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი, 1781-1853) მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ კითხიჯის მთავარანგელოზთა ტაძარში დაადგინა. 1855 წ. სოფელ გურნის წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. 1894 წ. 25 ივნისს სკუფია უბოძეს. 1899 წ. 12 ივნისს ეკლესიაში ორმოცდაათწლიანი ერთგული სამსახურისთვის წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1902 წ. პენსიაზე გავიდა.