გაბადაძე თეოდოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გაბადაძე თეოდოსი''' [(თადეოზ), (18731937-ის მერე)], მღვდელი გაბადაძე...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაბადაძე თეოდოსი“ გადაიტანა გვერდზე „თეოდოს გაბადაძე“)

20:10, 18 იანვარი 2023-ის ვერსია

გაბადაძე თეოდოსი [(თადეოზ), (18731937-ის მერე)], მღვდელი გაბადაძეების გვერდითა შტოს წარმომადგენელი. 1924 წ. აგვისტოში აქტიურ მონაწილეობას იღებდა კომუნისტების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში, რის გამოც შავ სიაში მოხვდა. 1926 წ. 17 თებერვლიდან 1933 წ. 1 ოქტომბრამდე სოფელ გურნის წმ. გიორგის ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. 1933 წ ბოლოს, 60 წლის ასაკში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმეონმა (ჭელიძე) მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ გურნის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1937 წ. 6 სექტემბერს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის №58-10 (აგიტაცია-პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის დარღვევა. 1937 წ. 27 ნოემბერს სამეულმა გაასამართლა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, იგი ან მაშინვე დახვრიტეს, ან გადასახლებაში გარდაიცვალა.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები