სქიზმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სქიზმა''' - ''(ძვ.ბერძ.)'' განხეთქილება რელიგიურ გაერთიანებაში, ...)

15:31, 3 მაისი 2017-ის ვერსია

სქიზმა - (ძვ.ბერძ.) განხეთქილება რელიგიურ გაერთიანებაში, ეკლესიაში. ამ ტერმინით უმთავრესად ქრისტიანული ეკლესიის წიაღში მომხდარი განხეთქილება აღინიშნება. მაგალითად სქიზმა რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ან განხეთქილებები კათოლიკურ ეკლესიაში, რამაც ან ტიპაპიზმი წარმოშცვა. განხეთქილებაში მყოფ ქრისტიან თანამორწმუნეთა ჯგუფს სქიზმატებს უწოდებენ. კათოლიკეები ასეთებად მიიჩნევენ მართლმადიდებლებს, ჩვენ კი - პირიქით მმართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, კათოლიკეები ერეტიკოსებად უნდა ჩაითვალონ თუ სქიზმაში მყოფებად.

აღნიშნავს კათოლიკური ერთიანობის ნებისმიერ დარღვევას. კანონიკური სამართლის თანახმად, ესაა „უმაღლესი პონტიფექსისადმი დამორჩილებაზე ან მისადმი დაქვემდებარებული ეკლესიის წევრებთან თანაზიარებაზე უარის თქმა“ (CIC, კან. 751). ის განსხვავდება როგორც ერესისაგან (რწმენის რომელიმე ჭეშმარიტების ჯიუტი უარყოფა), ისე აპოსტაზიისაგან (ქრისტიანული რწმენის სრული უარყოფა). ეკლესიის ისტორიაში არაერთი სქიზმაა ცნობილი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა აღმოსავლეთის სქიზმა (1054), რომელმაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის (მართლმადიდებელი, ბიზანტიური) ეკლესია დააშორა ერთმანეთს. ამ სქიზმას დღემდე არ დაუკარგავს ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანის II კრების ინიციატივით დაწყებული ეკუმენური მოძრაობისა და ორივე მხრიდან განკვეთის გაუქმების (1965) წყალობით, ეკლესიათა შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ..


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები