გარეჯელი მოწამენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გარეჯელი მოწამენი''' − გარეჯის მონასტრების მოწესენი, რომლე...)

12:45, 22 იანვარი 2023-ის ვერსია

გარეჯელი მოწამენი − გარეჯის მონასტრების მოწესენი, რომლებიც სპარსელებმა ამოხოცეს XVI ს. ბოლოს – XVII ს-ის დასაწყისში. ცნობები მომხდარის შესახებ არ არის ქართულ საისტორიო წყაროებში, მხოლოდ ანტონ I კათოლიკოსს შეუტანია თავის მარტირიკაში – „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა ღირსთა მოწამეთა გარესჯელთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოისა, დავითიან-ბაგრატოვანისა“, რომელიც ანტონის ორიგინალური შემოქმედების ნაყოფია, თუმცა არ ვიცით, რა წყაროები გამოიყენა მან თხზულების შესაქმნელად.

ე. გაბიძაშვილი



ლიტერატურა

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ე. გაბიძაშვილის და მ. ქავთარიას რედ., წ. 6, თბ., 1980.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები