გველეთის ყველაწმიდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გველეთის ყველაწმიდის ეკლესია'''– (XIII-XIV სს.) არქიტექტურული ძეგ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესი-მონასტრები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]]
[[კატეგორია:ყაზბეგის მუნიციპსლიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
+
[[კატეგორია:ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]

მიმდინარე ცვლილება 20:08, 27 იანვარი 2023 მდგომარეობით

გველეთის ყველაწმიდის ეკლესია– (XIII-XIV სს.) არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ გველეთის (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია) თავში, მთაზე.

ეკლესია დარბაზულია (6,2×4,2მ), უაფსიდოა, ნაგებია ნატეხი ქვით. კარის წირთხლებისა და ლავგარდნისთვის გამოყენებულია თლილი ქვა. დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთი კედლის უმეტესი ნაწილი, ჩამონგრეულია კონქი და კამარა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. თითო თაღოვანი სარკმელი აღმოსავლეთით და დასსვლეთითაა. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის ცილინდრული კამარა ეყრდნობოდა შეკიდებულ პილასტრებზე გადაყვანილ შუა საბჯენ თაღს (შემორჩენილია ჩრდილოეთის პილასტრი და თაღის მცირე ნაწილი) და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს. ეკლესიის ინტერიერი მოხატული ყოფილა. მოხატულობის ფრაგმენტები ამჟამად ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

პ. ზაქარაია


[რედაქტირება] ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008; Georgian Architecture (A documented photo-archival collection on microfiche with 47,000 photographs for the study of Early and Late Medieval Christian Architectural Arts of Georgia and its historical area of settlement), vol. 3. Kakhethi, Leiden: Inter Documentation Company (IDC), 1997.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები