კვარაცხელია პაატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოლხი პეტრე“ გადაიტანა გვერდზე „კვარაცხელია პაატა“ გადამისამ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 27: | ხაზი 27: | ||
[[კატეგორია:სასულიერო პირები]] | [[კატეგორია:სასულიერო პირები]] | ||
[[კატეგორია:კვარაცხელიები]] | [[კატეგორია:კვარაცხელიები]] | ||
| + | [[კატეგორია:დეკანოზები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:55, 30 იანვარი 2023 მდგომარეობით
კვარაცხელია პაატა — (1979), მამა პეტრე, პეტრე კოლხი. სამების ტაძრის დეკანოზი. წარმოშობით არის წალენჯიხიდან. პირველი ლექსი 12 წლის ასაკში დაწერა. გამოცემული აქვს 15 წიგნი, აქედან 12 ლექსების კრებულია.
- * * *
- ისეთი ცრემლით მინდა ვიტირო,
- არ ჩანს და სადღაც გულში იგრძნობა.
- მსურს სიჩუმეში რომ ჩავიძირო,
- მაფორიაქებს მარადისობა...
- ისეთი სიტყვით მინდა ლოცვები,
- რომელიც დღემდე არსად არ თქმულა.
- მერე ბურუსით შევიმოსები,
- როცა ჩაქრება ყველა ნათურა...
- მე გავექცევი სხეულს ადრიან,
- შემოგეხვევი მხრებზე ლანდებად.
- ზეცა ღვთისმშობლის თეთრი ჩადრია,
- როცა ნისლები გაიფანტება...
- აირევიან გზაზე ჩრდილები,
- და ვერ გაიგებ საით მიდიან...
- თუ კი ოდესმე გემორჩილები,
- ეს ნება არა, მხოლოდ რიდია...