გიორგი ჟურული (სასულიერო პირი)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი ჟურული (სასულიერო პირი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ჟურული გიორ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟურული გიორგი (სასულიერო პირი)“ გადაიტანა გვერდზე „[[გიორგი ჟურუ...) |
მიმდინარე ცვლილება 20:55, 1 თებერვალი 2023 მდგომარეობით
გიორგი ჟურული – (XV ს. II ნახ.), ლარგვისის მონასტრის წინამძღვარი. გიორგი ჟურული მღვდლის ხარისხით იხსენიება 1460 წ. გიორგი მეფის წყალობის წიგნში: „პატივცემულსა ჟურულსა გიორგის“. ხოლო 1468 წ. წინამძღვრად: „ესე წყალობის წიგნი ... გიბოძეთ თქუენ, წინამძღუარსა გიორგის, ძმასა თქუენსა ქუენიფნეველსა ერისთავს შალვას...“ 1474 წ.
გუჯარში ის უკვე გარდაცვლილად არის მოხსენიებული: „სულსა ჟურულისასა წინამძღუარისა გიორგისსა შეუნდნენ ღმერთმან, მეფეთა წინა მოსაქმე იყო და სიგელიცა მან დაგვიწერა“. გიორგი წინამძღვარს ლარგვისის მონასტერში, რომელიც ქსნის ერისთავთა „საძვალე“ იყო, თავის ძმასთან, ერისთავ შალვა ქვენიფნეველთან ერთად დიდი საქმიანობა ჩაატარეს: მათ განაახლეს „საძვალე“, მონასტერი, შემოავლეს ზღუდე, ზღუდის კარზე ააშენეს სამრეკლო, ააგეს ტრაპეზი, მოახატვინეს კამარა, გადააწერინეს ხელნაწერები, შეაკერინეს მეტაფრასები, უბოძეს დიდძალი შეწირულება და სხვ., როგორც ამას გვამცნობს 1470 წლის ერთი საბუთი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- * საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ., ტ. 3, ტფ., 1910;
- * ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.