გრიგოლ მთაწმიდელი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლ მთაწმინდელი“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ მთაწმიდელი“ გა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გრიგოლ მთაწმიდელი''' | + | '''გრიგოლ მთაწმიდელი''' – (1035-1041), [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრი]]ს რიგით მეექვსე წინამძღვარი. იგი იოანესა და ეფთვიმესთან ერთად ჩორდვანელთა გვარის წარმომომადგენელია. [[გიორგი მთაწმინდელი|გიორგი მთაწმიდელი]] გ. მ-ს ასე მოიხსენიებს: „ნავთსაყუდელ ქართველთა ნათესავისა და ნუგეშინისმცემელ“. მას განსაკუთრებით მძიმე წლებში მოუხდა ივირონის წინამძღვრობა, გრიგოლის წინამორბედი წინამძღვრის, გიორგი უკეთურის, ექსორიობის შემდეგ, როცა მონასტერში ქართველ მოწესე ბერთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. გ. მ. ენერგიულად იღვწოდა ქართველთა მონასტრის საკეთილდღეოდ და თავგამოდებით ცდილობდა თანამემამულეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბერძნებთან დაძაბული ურთიერთობის მოგვარებით მან შეძლო (იმპერატორ მიხეილ IV (1034-1041) დახმარებით) ბერძენ ბერთა მოძალების გამკლავება და 1034 წ. ივირონს დაუბრუნა ჩამორთმეული მამულები (ლეონდარი, იერისო, მელინძა) „კულად დაუმკვიდრა ადგილი და საყოფელი“ თავის თანამოძმეებს (გიორგი მთაწმიდელი) და მათი პატივისცემა დაიმსახურა. |
| + | |||
| + | გ. მ. იყო ქართველთა ლავრის უფლებების შეუპოვარი დამცველი – ასეთად იხსენიება იგი ივირონის აღაპებში. გრიგოლი ჯერ კიდევ ბერობის დროს, წინამძღვრობამდე, აქტიურად მონაწილეობდა ეფთვიმე მთაწმიდლის მიერ ნათარგმნი ტექსტების გამრავლებასა და გამშვენებაში. მაგ., შემოსა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა შემცველი კრებული A-92, ასევე მის სახელთან არის დაკავშირებული 1031 წ. ხორას მონასტერში ბასილი ეტრატას მიერ გადაწერილი „მცირე სჯულის კანონი“ (A-96). მისი წინამძღვრობის დროს ქართველთა უფლებები მტკიცედ იყო დაცული ივირონში, გ. მ-ის ზეობისას ქართველთა სავანემ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო როგორც ქართველთაგან, ასევე ბიზანტ. იმპერატორთაგან. | ||
| + | |||
| + | მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა შეადგინეს გრიგოლისადმი მიძღვნილი სამახსოვრო წიგნი (A-1101). | ||
| + | |||
| + | ''ე. დუღაშვილი'' | ||
| + | |||
| + | ==ლიტერატურა== | ||
| + | * მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980; | ||
| + | * მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1978; | ||
| + | * მისივე, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996; | ||
| + | * ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 2, თბ., 1967; | ||
| + | * Actes d’ lviron, II,Des origines au milieu du Xi e siècle, edition diplomatique par Laques Lefort, Nikolas Oikonomides, Denise papachrisanthou avec la collaboration d’ Helene Metreveli, 2008. | ||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | ||
| + | [[კატეგორია:სასულიერო პირები]] | ||
| + | [[კატეგორია:ჩორდვანელები]] | ||
20:02, 5 თებერვალი 2023-ის ვერსია
გრიგოლ მთაწმიდელი – (1035-1041), ათონის ივერთა მონასტრის რიგით მეექვსე წინამძღვარი. იგი იოანესა და ეფთვიმესთან ერთად ჩორდვანელთა გვარის წარმომომადგენელია. გიორგი მთაწმიდელი გ. მ-ს ასე მოიხსენიებს: „ნავთსაყუდელ ქართველთა ნათესავისა და ნუგეშინისმცემელ“. მას განსაკუთრებით მძიმე წლებში მოუხდა ივირონის წინამძღვრობა, გრიგოლის წინამორბედი წინამძღვრის, გიორგი უკეთურის, ექსორიობის შემდეგ, როცა მონასტერში ქართველ მოწესე ბერთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. გ. მ. ენერგიულად იღვწოდა ქართველთა მონასტრის საკეთილდღეოდ და თავგამოდებით ცდილობდა თანამემამულეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბერძნებთან დაძაბული ურთიერთობის მოგვარებით მან შეძლო (იმპერატორ მიხეილ IV (1034-1041) დახმარებით) ბერძენ ბერთა მოძალების გამკლავება და 1034 წ. ივირონს დაუბრუნა ჩამორთმეული მამულები (ლეონდარი, იერისო, მელინძა) „კულად დაუმკვიდრა ადგილი და საყოფელი“ თავის თანამოძმეებს (გიორგი მთაწმიდელი) და მათი პატივისცემა დაიმსახურა.
გ. მ. იყო ქართველთა ლავრის უფლებების შეუპოვარი დამცველი – ასეთად იხსენიება იგი ივირონის აღაპებში. გრიგოლი ჯერ კიდევ ბერობის დროს, წინამძღვრობამდე, აქტიურად მონაწილეობდა ეფთვიმე მთაწმიდლის მიერ ნათარგმნი ტექსტების გამრავლებასა და გამშვენებაში. მაგ., შემოსა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა შემცველი კრებული A-92, ასევე მის სახელთან არის დაკავშირებული 1031 წ. ხორას მონასტერში ბასილი ეტრატას მიერ გადაწერილი „მცირე სჯულის კანონი“ (A-96). მისი წინამძღვრობის დროს ქართველთა უფლებები მტკიცედ იყო დაცული ივირონში, გ. მ-ის ზეობისას ქართველთა სავანემ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო როგორც ქართველთაგან, ასევე ბიზანტ. იმპერატორთაგან.
მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა შეადგინეს გრიგოლისადმი მიძღვნილი სამახსოვრო წიგნი (A-1101).
ე. დუღაშვილი
ლიტერატურა
- მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980;
- მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1978;
- მისივე, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996;
- ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 2, თბ., 1967;
- Actes d’ lviron, II,Des origines au milieu du Xi e siècle, edition diplomatique par Laques Lefort, Nikolas Oikonomides, Denise papachrisanthou avec la collaboration d’ Helene Metreveli, 2008.