გრიგოლი (მხატვარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლი (მხატვარი)“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლი (ოქრომჭედელი)“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლი (ოქრომჭედელი)“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლი (მხატვარი)“ ...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:45, 6 თებერვალი 2023 მდგომარეობით

გრიგოლი – (XVIII ს.), მხატვარი და ოქრომჭედელი, შემოქმედელი მიტროპოლიტი ნიკოლოზის შეკვეთით ღვთისმშობლის ხატის განმაახლებელი. ხატის ამჟამინდელი ადგილ-სამყოფელი უცნობია. მის უკანა მხარეს მოთავსებული ყოფილა ვრცელი წარწერა ხატის ისტორიით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხატი „გურიელს ქაიხოსროს საათაბაგოდან ჩამოუსვენებია“ შემოქმედში. წარწერის ბოლოს ნათქვამი ყოფილა: „ქ. ღმერთო, მოიხსენე უსტა ამის მხატვარი და ოქრომჭედელი გრიგოლ. ამინ“. „უსტა“ აქ, როგორც ჩანს, ოსტატის აღმნიშვნელი ტერმინია.

ვ. სილოგავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი., 1987; Бакрадзе Д., Археологическое путешествие по Гурии и Аджарии, СПБ., 1988.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები