წაბლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:ხე მცენარეები]] | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:წიფლისებრნი]] | [[კატეგორია:წიფლისებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]] | ||
23:01, 23 თებერვალი 2023-ის ვერსია
წაბლი − (ლათ. Castanea), წიფლისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი მცენარე. არსებობს მისი ოთხი სახეობა: ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში. საქართველოში ძირითადად ხარობს კოლხეთში. ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს ზღვის დონიდან 1000 მ-მდე. კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.
წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა. მისგან მზადდება ძვირფასი ავეჯი. მშენებლობაში გამოიყენება კარ-ფანჯრების, იატაკების დასამზადებლად. შესანიშნავი ტექსტურის გამო, გამორჩეული მასალაა შენობის შიდა ინტერიერის მოსაწყობად.