ენტომოლ­ოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ენტომოლ­ოგია''' − (entomologia; ბერძნ. entomon მწერი + logos სწავლება) – მეცნიე...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:31, 28 თებერვალი 2023 მდგომარეობით

ენტომოლ­ოგია − (entomologia; ბერძნ. entomon მწერი + logos სწავლება) – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მწერებს.

ბუნებაში მწერების ერთ მილიონზე მეტი სახეობაა. მრავალი მათგანი სასარგებლოა. ისინი ახდენენ ყვავილოვანი მცენარეების დამტვერვას, მონაწილეობენ ნიადაგწარმოქმნის პროცესში, საკვებად იყენებენ მკვდარი ორგანიზმის ორგანულ ნარჩენებს, რის შედეგად ასრულებენ სანიტარიულ ფუნქციებს, არიან მრავალი ხერხემლიანი ცხოველის კვების წყარო. ამასთან, მწერების მრავალი სახეობა სერიოზულ ზიანს აყენებს მეცხოველეობისა და მემცენარეობის დარგებს, ასევე, – ადამიანს.

სავეტერინარო ენტომოლოგია შეისწავლის მავნებელ მწერებს, რომლებიც იწვევენ ცხოველების დაავადებებს ან არიან სხვადასხვა ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებათა აღმძვრელების გადამტანები.


[რედაქტირება] წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები