ექინურია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ექინურია''' – (Echinuria; ბერძნ. echinos ეკლიანი, მჩხვლეტავი + ura კუდი) – ნემ...) |
21:11, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია
ექინურია – (Echinuria; ბერძნ. echinos ეკლიანი, მჩხვლეტავი + ura კუდი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Acuariidae-ს ოჯახს, Spirurata-ს ქვერაზმს.
Echinuria uncinata (ლათ. კაუჭისებრი) – სახეობა, პარაზიტობს იხვის, ბატის, გედის კუჭის კედელში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – დაფნიები (დატოტვილულვაშიანი წყლის კიბოსებრები – წყლის რწყილები). ფრინველის ექინურიოზის აღმძვრელი.