ლიგულოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლიგულოზი''' – (ligulosis; ლათ. აღმძვრელის გვარის დასახელება Ligula + ბერ...)

13:00, 2 მარტი 2023-ის ვერსია

ლიგულოზი – (ligulosis; ლათ. აღმძვრელის გვარის დასახელება Ligula + ბერძნ. osis დაავადება) – უპირატესად, კობრისებრი თევზების ჰელმინთოზი. მისი აღმძვრელი, ცესტოდა – Ligula intestinalis-ის ლარვული ფორმა (პლეროცერკოიდი), პარაზიტობს თევზების მუცლის ღრუში. გავრცელებულია ყველგან – მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, ტბორებში.

კლინიკური ნიშნები: დაავადებული თევზები ჯგუფდებიან მეჩხერ ადგილებში, წყლის ზედაპირთან ახლოს; ცურავენ გვერდზე ან მუცლით ზევით. თევზი გამხდარია. მუცლის წინა ნაწილი შებერილია. იგი შესაძლოა გასკდეს.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები