ამერთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ამერთა''' – ერთგვარი ზარია, რომელსაც აფხაზეთში მიცვალებული...) |
23:57, 2 მარტი 2023-ის ვერსია
ამერთა – ერთგვარი ზარია, რომელსაც აფხაზეთში მიცვალებულის ღამისმთეველი ახალგაზრდები ასრულებენ. ამერთას მოქმედნი ორ ჯგუფად იყოფიან და დამწყები იწყებს: „ვო მეერთო ჩერთ სიზდირამ ახა“ და მერე მიაყოლებს სახელდახელო შაირს, რომელიც რომელიმე იქ მყოფის ხასიათის სისუსტეს, რაიმე ნაკლს კილავს, ღირსებას კი აქებს. სხვები ბანს აძლევენ. შემდეგ მეორე მხარე პასუხობს და ასეა დილამდე.