ემუხვარი არზაყან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 23: ხაზი 23:
  
 
[[კატეგორია:აფხაზი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:აფხაზი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:აფხაზიეთის მთვრობის წევრები]]
+
[[კატეგორია:აფხაზიეთის მთავრობის წევრები]]
 
[[კატეგორია:აფხაზიეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარეები]]
 
[[კატეგორია:აფხაზიეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]

23:58, 2 მარტი 2023-ის ვერსია

ემუხვარი დიმიტრი

ემუხვარი არზაყან (დიმიტრი) კონსტანტინეს ძე - (26.X.1880, სოფ. ჩხორთოლი, სამურზაყანოს უბანი - 24.III.1939, პარიზი) - აფხაზი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის მთავრობისა და სახალხო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919-1921).

სარჩევი

ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება მიიღო ოქუმის და ახალსენაკის სკოლებში, სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში (1896), სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში და დაუახლოვდა ქართველ ნაციონალისტებს და მესამედასელებს. „სოხუმის რესპუბლიკის“ ლიდერი (1905). იყო დაპატიმრებული (1909/1910).

რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის (ოზაკომის) რწმუნებულად სოხუმის ოლქში. ა. ემუხვარი პროქართული ორიენტაციის აფხაზთა ლიდერი იყო და სწორედ მისი დიდი ძალისხმევის შედეგად, 1919 წლის 20 მარტს ახლად არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ თავის პირველივე სხდომაზე მიიღო დადგენილება ავტონომიური სტატუსით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესახებ.

1921 ა. ემუხვარი სდრ-ის მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაიხიზნა, ცხოვრობდა ჯერ სტამბოლში, შემდეგ - პრაღაში, სადაც ქართული დიასპორის ლიდერიც იყო. 1939 წელს პარიზში ქართულ ემიგრაციასთან სტუმრად ყოფნისას მოულოდნელად გარდაიცვალა სისხლის მოწამვლით, კლოდ ბერნარის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, საბჭოთა უშიშროების ხელით. საქართველოში დარჩენილი ა. ემუხვარის ცოლ-შვილი ბოლშევიკებისგან მუდმივ შევიწროებას და რეპრესიებს განიცდიდა, მისი უფროსი ვაჟი ვლადიმერ ემუხვარი 1937 დახვრიტეს, მეუღლე - მარიამ ჩიკვაიძე 1943 გარდაიცვალა, უმცროსი ვაჟი გივი კი რუსეთში გადასახლდა. კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „მთვარის მოტაცების“ პერსონაჟი - თარაშ ემუხვარი, თავად მწერლის ინფორმაციით, არის ა. ემუხვარის ლიტერატურული პროტოტიპი. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

ბონდო კუპატაძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბ., 1991;
  • დ. ჩიტაია, აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში, თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები