ანტითეზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანტითეზა''' (ბერძნ. antithesis – საწინააღმდეგო დებულება) – დებულება...) |
მიმდინარე ცვლილება 01:33, 3 მარტი 2023 მდგომარეობით
ანტითეზა (ბერძნ. antithesis – საწინააღმდეგო დებულება) – დებულებათა ურთიერთდაპირისპირების დრამატურგიული ხერხი. ფართოდ გამოიყენებოდა ყველა ეპოქის თეატრში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ინტელექტუალურ დრამაში. ანტითეზა ფიგურირებს თვით უფაბულო ნაწარმოებებშიც (მაგ. ეგზისტენციალური და აბსურდის დრამა). ანტითეზა თავისი არსით გამოხატავს ავტორის ყოყმანს რაღაც ფასეულობის მიმართ ან ადასტურებს ავტორისეული პოზიციის არქონას.