არტეფაქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''არტეფაქტი''' – თანამედროვე ესთეტიკაში და ხელოვნებათმცოდნე...) |
მიმდინარე ცვლილება 21:06, 3 მარტი 2023 მდგომარეობით
არტეფაქტი – თანამედროვე ესთეტიკაში და ხელოვნებათმცოდნეობაში ეს ტერმინი გამოყენებულია თანამედროვე არტ-პრაქტიკების და არტ-პროექტების ისეთი ნიმუშების მოსანიშნად, რომლებიც ტრადიციული ჟანრების და სახეობების მიღმა დგანან. ტერმინი გადმოღებულია არქეოლოგიიდან, სადაც არტეფაქტად იწოდება ნებისმიერი ხელოვნური ნაკეთობა. არტეფაქტებად იწოდება ყოველგვარი ვიზუალური და აუდიოვიზუალური ობიექტები, ინსტალიაციები, ასამბლიაჟები, აქციები (და ა.შ.). არტეფაქტი მიჩნეულია კულტურის გარდამავალი ეტაპის ისეთ ექსპერიმენტულ პროდუქტად, რომელსაც არ გააჩნია სულიერი, ესთეტიკური ან მხატვრული ღირებულება.