აშუღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აშუღი''' - (არაბ. აშიყი, მიჯნური, თურქ. აშიყი, მიჯნური) სახალხო მგოსანი და მომღერალი [[კავკასია|კავკასიის]] ქვეყნებში (აზერბ., სომხ., საქ., დაღესტ.), ახლო აღმოსავლეთში (თურქ. [[ირანი]]), შუა [[აზია|აზიაში]] (სადაც ეწოდება – „ბახში“). აშუღი თხზავს სასიმღერო ტექსტს, უწყობს ჰანგებს და მღერის რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, [[თარი]], ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით.
+
'''აშუღი''' - (არაბ., თურქ. „აშიყი“ – მიჯნური, შეყვარებული), მუსლიმურ ქვეყნებში ([[აზერბაიჯანი]], შუა [[აზია]], [[თურქეთი]], [[ირანი]], დაღესტანი) მგოსანი, რომელიც უკრავს [[საზი|საზს]], [[ქამანჩა]]ს, [[თარი|თარს]], [[ჭიანური|ჭიანურს]] და ზედ ამღერებს საკუთარ ლექსებს.  
 
+
[[საქართველო]]ში (ძირითადად [[თბილისი|თბილისში]]) აშუღობა განსაკუთრებით განვითარდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ყველაზე ცნობილია [[საიათნოვა]], მე-19 -ში ჩამჩი მელქო, [[სათარა]], [[ჰაზირა]] და სხვ. სომხეთში განსაკუთრებით ცნობილია შირინი, აზერბ.-ალესკერი, აშუღთა შემოქმედების სტილისტური თავისებურებები აისახა ა. სპენდიაროვის, [[გლიერი რეინგოლდ|რ. გლიერის]], უ. ჰაჯიბეკოვის, ა. არუთინიანის ნაწარმოებებში.
+
 
+
 
+
  
 +
მოგვიანებით, განსაკუთრებით მე-18 საუკუნიდან, არამუსლიმურ ქვეყნებში, მაგ., [[საქართველო]]ში, აშუღები, ყარაჩოხელებთან, [[საზანდარი|საზანდრებთან]], [[მესტვირე]]ებთან და სხვებთან ერთად, გარდა საკუთარი ლექსებისა, ქართული პოეზიისა და ლიტერატურის ნიმუშებსაც კითხულობდნენ. თბილისელი ცნობილი აშუღები იყვნენ: [[იეთიმ გურჯი]], [[საიათნოვა]], [[სათარა]]. საიათნოვა [[ერეკლე II|ერეკლე მეფის]] კარზე მოღვაწეობდა. ისინი მეტად დაახლოებულნი იყვნენ ქართველ სახელოვან პოეტებთანაც (სათარა იყო [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს მეგობარი). წარმოშობით ირანელი (ქ. არდებილი) აზერბაიჯანელი, სათარა მომაჯადოებლად ასრულებდა სპარსელი პოეტების ჰაფეზისა და საადის თასნიფებსა და ყაზალებს. აშუღები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. მათ შორის თეატრალიზებულ წარმოდგენაში „ნაღლი“.
  
 +
''გ. მამულაშვილი''
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი  
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
+
 
[[კატეგორია:აშუღური პოეზია]]
 
[[კატეგორია:აშუღური პოეზია]]
 
[[კატეგორია:სახალხო პოეტები]]
 
[[კატეგორია:სახალხო პოეტები]]

00:48, 4 მარტი 2023-ის ვერსია

აშუღი - (არაბ., თურქ. „აშიყი“ – მიჯნური, შეყვარებული), მუსლიმურ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, შუა აზია, თურქეთი, ირანი, დაღესტანი) მგოსანი, რომელიც უკრავს საზს, ქამანჩას, თარს, ჭიანურს და ზედ ამღერებს საკუთარ ლექსებს.

მოგვიანებით, განსაკუთრებით მე-18 საუკუნიდან, არამუსლიმურ ქვეყნებში, მაგ., საქართველოში, აშუღები, ყარაჩოხელებთან, საზანდრებთან, მესტვირეებთან და სხვებთან ერთად, გარდა საკუთარი ლექსებისა, ქართული პოეზიისა და ლიტერატურის ნიმუშებსაც კითხულობდნენ. თბილისელი ცნობილი აშუღები იყვნენ: იეთიმ გურჯი, საიათნოვა, სათარა. საიათნოვა ერეკლე მეფის კარზე მოღვაწეობდა. ისინი მეტად დაახლოებულნი იყვნენ ქართველ სახელოვან პოეტებთანაც (სათარა იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი). წარმოშობით ირანელი (ქ. არდებილი) აზერბაიჯანელი, სათარა მომაჯადოებლად ასრულებდა სპარსელი პოეტების ჰაფეზისა და საადის თასნიფებსა და ყაზალებს. აშუღები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. მათ შორის თეატრალიზებულ წარმოდგენაში „ნაღლი“.

გ. მამულაშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები