რუსენი ანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რუსენი ანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ანდრე რუსენი“)
(წყარო)
ხაზი 34: ხაზი 34:
 
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;  
 
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;  
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები]]  
+
[[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]]  
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგული თეატრი]]
+
[[კატეგორია:ფრანგული თეატრი]]
[[კატეგორია: XX საუკუნის ფრანგი კომედიოგრაფები]]
+
[[კატეგორია:ფრანგი კომედიოგრაფები]]
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი მსახიობები]]  
+
[[კატეგორია:ფრანგი მსახიობები]]  
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი რეჟისორები]]
+
[[კატეგორია:ფრანგი რეჟისორები]]
 
[[კატეგორია:საფრანგეთის აკადემიის წევრები]]
 
[[კატეგორია:საფრანგეთის აკადემიის წევრები]]

10:36, 11 მაისი 2017-ის ვერსია

რუსენი ანდრე - (ფრ. ROUSSIN ANDRÉ. 1911 - 1987). ცნობილი ფრანგი კომედიოგრაფი მსახიობი და რეჟისორი, ფრანგული აკადემიის წევრი.

ბიოგრაფია

ანდრე რუსენი რუსენი დაიბადა 1911 წელს ქალაქ მარსელში, ბურჟუაზიულ ოჯახში. მშობლების დაჟინებული მოთხოვნით აბარებს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მალე სწავლას თავს ანებებს. მუშაობდა სადაზღვევო აგენტად (1931-1932), ჟურნალისტად პატი მარსიეში (1933-1935), მსახიობად ლუი დიუკრეს დასში ნაცრისფერი ფარდა (1934). ანდრე ბარსაკთან წელიწადის ყველა დროის დასთან (1933-1938) ერთად იმოგზაურა საფრანგეთში, ორჯერ გადაიღეს კინოში.

1939 წლიდან ანდრე რუსენი მთლიანად დრამატურგიაში მოღვაწეობს. პირველი დრამატული ნაწარმოები, რომელმაც წარმატება მოუტანა, არის კომედია-ფარსი „ამ-სტრამ-პრამ“ (1944). ის თავად დგამს ამ პიესას მარსელში და ერთ-ერთ მთავარ როლსაც თამაშობს.

ომის შემდეგ ანდრე რუსენი საცხოვრებლად პარიზში გადადის. დედაქალაქში პირველი წარმატება მოუტანა მცირე კომედიამ „პატარა ქოხი“ („La petite Hutte“, 1947). მის კალამს ოცდაათზე მეტი ყოფითი და ფსიქოლოგიური ხასიათის კომედია ეკუთვნის, რომლებიც ხშირად იდგმება ფრანგულ სცენაზე. ამ პიესებმა არაერთხელ მიიღეს სხვადასხვა სახის ლიტერატურული პრემიები. 1973 წელს ფრანგულმა აკადემიამ ანდრე რუსენი ორმოც უკვდავთა სიაში შეიყვანა, რითაც ოფიციალურად აღიარეს მისი, როგორც დრამატურგის დამსახურებანი.

ანდრე რუსენის ყველაზე ცნობილი კომედიებია:

  • „დიდი, უბრალო გოგონა“ (1944);
  • „არმოყვარული ჟან ბატისტი“ (1945);
  • „აქილევსის საფლავი“ (1945);
  • „ნინა“ („Nina“, 1949);
  • „სტრაუსის კვერცხი“ („Les Oeufs de l’autruche“, 1950);
  • „შმაგი სიყვარული“ (1955);
  • „წმინდა ოჯახი“ (1956);
  • „როცა ბავშვი ჩნდება“ (1957);
  • „ნატიფი ქალები“ (1960);
  • „სიყვარული არ თავდება“ (1963);
  • „ნათელმხილველი“ („La Voyante“, 1963);
  • „ორთქლმავალი“ (1963);
  • „ვერასოდეს გამოიცნობ“ (1969);
  • „სილა“ (1970).

დრამატული ნაწარმოებებს გარდა რუსენს ეკუთვნის მოგონებათა წიგნი „თმენა და ართმენა“ (1953) და წიგნი თეატრზე „ბორდოსფერი ფარდის მიღმა“ (1981).




წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები