კრენოსომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''კრენოსომა''' – (Crenosoma; ბერძნ. krene გასაღები + soma სხეული) – | + | '''კრენოსომა''' – (Crenosoma; ბერძნ. krene გასაღები + soma სხეული) – [[ნემატოდები]]ს გვარი; მიეკუთვნება Strongylata-ს |
ქვერაზმს. [[ბიოჰელმინთი|ბიოჰელმინთები]]. შუალედური [[მასპინძელი (პარაზიტოლოგია)|მასპინძელი]] – ხმელეთის [[მოლუსკები]], რეზერვული მასპინძელი – მღრღნელები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები. | ქვერაზმს. [[ბიოჰელმინთი|ბიოჰელმინთები]]. შუალედური [[მასპინძელი (პარაზიტოლოგია)|მასპინძელი]] – ხმელეთის [[მოლუსკები]], რეზერვული მასპინძელი – მღრღნელები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები. | ||
15:10, 6 მარტი 2023-ის ვერსია
კრენოსომა – (Crenosoma; ბერძნ. krene გასაღები + soma სხეული) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylata-ს ქვერაზმს. ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – ხმელეთის მოლუსკები, რეზერვული მასპინძელი – მღრღნელები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები.
Crenosoma vulpis (ლათ. vulpes მელა) – სახეობა, პარაზიტობს მელას, ყარსაღის, ენოტის, მაჩვის ტრაქეასა და ბრონქებში; C.taiga (ლათ. ტაიგა) – სახეობა, პარაზიტობს სიასამურისა და წაულის ფილტვებში; C.petrowi (რუსი ჰელმინთოლოგის ა.პეტროვის პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს კვერნის სასუნთქ გზებში.