გამოცანების თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გამოცანების თეატრი''' – გამოცანების ამოხსნის სანახაობა, ორ...)

18:41, 6 მარტი 2023-ის ვერსია

გამოცანების თეატრი – გამოცანების ამოხსნის სანახაობა, ორიგინალური თეატრალური ჟანრი, რომელმაც მე-19 საუკუნის 80-იან წლებამდე მოაღწია „ნაღლის“ სახელწოდებით. ამ თეატრის ვრცელი აღწერილობა აქვს იოსებ გრიშაშვილს. მგოსნები აიღებდნენ რომელიმე ამბავს, გალექსავდნენ, შემდეგ შეურჩევდნენ სხვადასხვა ხმებს, კილოებს და შემდეგ კითხვა-მიგებით წარმოადგენდნენ. ასეთი წარმოდგენები იმართებოდა მინდორში ან მოედანზე. ყაფანი (ადგილი ბაზარში) წარმოადგენდა სცენას, აშუღებიარტისტებს; ხალხი ძირს იყო გაშლიღი, მომღერლები იდგნენ მაღლობ ადგილას. ნაღლის დიდძალი მაყურებელი ჰყავდა. მოქალაქეები ადგილის დასაჭერად ადრევე მოდიოდნენ მოედანზე, სადაც ისმენდნენ აზრებს კაცთმოყვარეობაზე, პატიოსნებაზე, ერთობასა და სიყვარულზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები