მასპინძელი (პარაზიტოლოგია)
(ახალი გვერდი: '''მასპინძელი''' (host; ლათ. hostis უცხოელი, უცნობი) – ორგანიზმი, რომლის ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | [[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ბიოლოგიური ტერმინები]] | [[კატეგორია:ბიოლოგიური ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:პარაზიტოლოგია]] | ||
13:17, 7 მარტი 2023-ის ვერსია
მასპინძელი (host; ლათ. hostis უცხოელი, უცნობი) – ორგანიზმი, რომლის სხეულში (ან სხეულზე) ბინადრობენ და ვითარდებიან პარაზიტები.
არჩევენ მასპინძლების შემდეგ ტიპებს: - დეფინიტური (საბოლოო), რომლის ორგანიზმში პარაზიტი აღწევს სქესობრივ სიმწიფეს;
- შუალედური, რომლის ორგანიზმში პარაზიტის არასქესმწიფე (ლარვული) ფორმები ვითარდებიან;
- დამატებითი (მეორე შუალედური), რომლის ორგანიზმში პარაზიტის არასქესმწიფე (ლარვული) ფორმები ვითარდებიან მას შემდეგ, რაც მათ განვითარების გარკეული სტადია შუალედურ მასპინძელში გაიარეს;
- რეზერვუარული, რომლის ორგანიზმში პარაზიტები არ ვითარდებიან, წარმოდგენილი არიან ლარვული ფორმით და შეუძლიათ დეფინიტური მასპინძლის ორგანიზმში ტრანსპორტირება;
- ობლიგატური (სავალდებულო), რომლის ორგანიზმის მიმართ პარაზიტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არის ეკოლოგიურად და ფიზიოლოგიურად ადაპტირებული და სადაც აქვს განვითარების საუკეთესო პირობები;
- ფაკულტატური, რომლის ორგანიზმში პარაზიტის ადაპტაციის ეკოლოგიური და ფიზიოლოგიური კავშირები უფრო სუსტადაა გამოხატული და სადაც პარაზიტის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობები არ არის შექმნილი.