გმირი (თეატრი)
(ახალი გვერდი: '''გმირი''' – (ბერძნ. heros – ნახევარღმერთი ან გაღმერთებული ადამიან...) |
|||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
| + | |||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [[გმირი საყვარელი]] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
21:44, 8 მარტი 2023-ის ვერსია
გმირი – (ბერძნ. heros – ნახევარღმერთი ან გაღმერთებული ადამიანი) – ბერძნულ მითოლოგიაში გმირი ღვთაებას უტოლდებოდა. ანტიკური და აღორძინების ხანის დრამატურგიაში გმირად იწოდებოდა განსაკუთრებული ღირსების მქონე ცენტრალური პერსონაჟი; მე-18-19 სს. ტრაგედიებში გმირი ერქვა მთავარი როლის შემსრულებელს (ე.წ. ცენტრალური გმირი). მოგვიანებით ტერმინი გმირი გავრცელდა სხვა ჟანრის წამყვან მსახიობებზეც (დრამატული გმირი, კომედიური გმირი). ტერმინმა „გმირი” შეიძინა სპეციფიკური ნიშნებიც: მიჯნური, რეზონიორი, ფატი, ნევრასთენიკი, სახასიათო, ყოფითი (და ა.შ.). გმირის ამპლუა იყოფოდა ასაკობრივი ნიშნითაც: ახალგაზრდა, ხნიერი (და ა.შ.).
მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, გმირად იწოდება როგორც ტრაგიკული, ისე კომიკური პერსონაჟი. იგი კარგავს მითიურ შარავანდედს და ამპლუის მნიშვნელობას.