გონგორიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გონგორიზმი''' – (ესპ. Gongorismo), XVII საუკუნის ესპანური ბაროკოს სტი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ლიტერატურული სტილი]] | [[კატეგორია:ლიტერატურული სტილი]] | ||
| + | [[კატეგორია:ბაროკო]] | ||
21:54, 8 მარტი 2023-ის ვერსია
გონგორიზმი – (ესპ. Gongorismo), XVII საუკუნის ესპანური ბაროკოს სტილის (მანიერიზმის ხაზით) განშტოება პოეზიაში, რომლის ფუძემდებელი იყო გონგორა-ი-არგოტე. თვითონ გონგორა ელიტის, რჩეული საზოგადოებისთვის გამიზნულ ლიტერატურას უწოდებდა კულტერანიზმს (culteranismo).
გონგორიზმისთვის დამახასიათებელია „წმინდა ფორმის“ თაყვანისცემა, მეტისმეტი მწიგნობრულობა, პედანტურობა, ანტითეზები, მეტაფორები, მითოლოგიური მინიშნებები, ლათინურიდან და სხვა ენებიდან ნასესხები ინვერსიები, სინტაქსური ნორმებიდან გადახვევა. გონგორამ პოეზიაში შეიტანა ბუნდოვანი, ე.წ. „ბნელი სტილი“. გონგორიზმი ტიპოლოგიურად ენათესავება ინგლისურ მეტაფიზიკურ სკოლას, ფრანგულ პრეციოზულ ლიტერატურას, იტალიურ მარინიზმს, გერმანულ მეორე სილეზიურ სკოლას და სხვ.