დუმილის ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დუმილის ხელოვნება''' – დრამატული პოეტიკის უმძლავრესი ხერხი...)

16:00, 10 მარტი 2023-ის ვერსია

დუმილის ხელოვნება – დრამატული პოეტიკის უმძლავრესი ხერხი, პერსონაჟის სულიერი განცდების პაუზით გადმოცემა; წინ უსწრებს სიტყვის წარმოთქმას და მნიშვნელოვნად აძლიერებს მის ეფექტს. დუმილის ხელოვნება თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა დრამატული ჟანრისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ტრაგედიაში, სადაც ყველაზე დრამატული მომენტები, ძალიან ხშირად, სწორედ პაუზით გადმოიცემა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები