იემოტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იემოტო''' (იაპ. – „სახლის დამფუძნებელი“), თეატრალური თანამდე...) |
მიმდინარე ცვლილება 18:28, 13 მარტი 2023 მდგომარეობით
იემოტო (იაპ. – „სახლის დამფუძნებელი“), თეატრალური თანამდებობა XVII საუკუნის იაპონიაში, რომლის მიზანი იყო ნოოს თეატრის საცერემონიო მუსიკის დაცვა უნებართვო გავრცელებისგან. მას ასევე ზედამხედველობა უნდა გაეწია, რომ „ნოოს“ თეატრის მსახიობები და მუსიკოსები ამ თეატრის მხოლოდ ერთი სკოლის მიმდევრები ყოფილიყვნენ. ამ სკოლას ნოოს თეატრის სახელგანთქმული ოსტატები ხელმძღვანელობდნენ. იემოტოს წოდება მემკვიდრეობითი იყო.