იოოკიოკუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იოოკიოკუ''' – იაპონური ნოოს თეატრის (XIV ს.) დრამატ...) |
22:10, 13 მარტი 2023-ის ვერსია
იოოკიოკუ – იაპონური ნოოს თეატრის (XIV ს.) დრამატურგიული ფორმა. იგი თავდაპირველად შედგებოდა სიმღერებისა და ცეკვებისაგან.
ნოოს თეატრის დრამატურგია ძირითადად დაფუძნებულია იაპონურ კლასიკურ ლიტერატურაზე, ხალხური და ბუდისტურ ლეგენდებზე. იოოკიოკუს ცნობილი ავტორები არიან: კან’ამი და მისი შვილი ძეამი. ამ პიესებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა გუნდს. იოოკიოკუს პოპულარული პიესებია „მაცუკარო“, „ხუმიდავავა“, „ხაგომორო“, „იასიმა“, „ატაკა“ (და სხვ.).