იპოტესისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იპოტესისი''' – (ბერძნ. ipotesis), ანტიკური თეატრის ჟანრი, მიმოსი...)
 

მიმდინარე ცვლილება 22:17, 13 მარტი 2023 მდგომარეობით

იპოტესისი – (ბერძნ. ipotesis), ანტიკური თეატრის ჟანრი, მიმოსის ერთ-ერთი სახეობა. პლუტარქეს გადმოცემით („ნადიმური ძიებანი“) იპოტესისი მიმოსების სხვა ნაირსახეობასთან – პეგნიებთან („ხუმრობანი“) შედარებით, გამოირჩეოდა თავშეკავებულობით და დახვეწილი (არა უხეში) იუმორით. იპოტესისის წარმოდგენები იყო უფრო რთული და ხანგრძლივი. სავარაუდოა, რომ იპოტესისს ჰქონდა დადგენილი ტექსტი, განსხვავებით პეგნიასაგან, რომელსაც ასრულებდნენ იმპროვიზაციულად. იპოტესისის სიუჟეტები ხშირად ნასესხები იყო ცნობილი ტრაგედიებიდან ან კომედიებიდან და შემდგომ ხდებოდა მათი გადამუშავება პაროდირების მიზნით.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები