ირონია (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ირონია''' (ბერძნ. eironeia, სიტყვასიტყვით – „მოჩვენებითობა“), ლიტე...)
 

მიმდინარე ცვლილება 22:19, 13 მარტი 2023 მდგომარეობით

ირონია (ბერძნ. eironeia, სიტყვასიტყვით – „მოჩვენებითობა“), ლიტერატურულ სტილისტიკაში ისეთი სახის დაცინვა, როცა დადებითი ან უარყოფითი შინაარსის მქონე სიტყვა ან გამონათქვამი, კონტექსტიდან გამომდინარე, საპირისპირო მნიშვნელობას იძენს. სასცენო ხელოვნებაში ირონია გადმოიცემა ინტონირების გზით. ირონია იუმორის, სატირის, გროტესკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები