კორდაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კორდაკი''' – საცეკვაო გამოსვლა ძველბერძნულ კომედიაში. გამ...) |
22:32, 14 მარტი 2023-ის ვერსია
კორდაკი – საცეკვაო გამოსვლა ძველბერძნულ კომედიაში. გამოირჩეოდა სხეულის მოძრაობის უხამსობამდე მისული თავისუფლებით. ლუკიანეს მოწმობით („ბახუსი“), კორდაკს ასრულებდა რამდენიმე მონაწილე. კორდაკს კომედიაში ის ადგილი ეკავა, რაც ცეკვა ემელიას – ტრაგედიაში და სიკინიდას სატირების დრამაში. არისტოფანე „ღრუბლებში“ მიუთითებდა, რომ არ ხმარობს ასეთ უხეშ ხერხს მაყურებლის მოსაზიდად.