კოტურნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კოტურნები''' – ფეხსაცმლის სახეობა [[ანტიკური თეატრი|ანტიკურ ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:00, 14 მარტი 2023 მდგომარეობით

კოტურნები – ფეხსაცმლის სახეობა ანტიკურ თეატრში, რომელსაც იცვამდნენ ტრაგედიის მსახიობები. კოტურნებს ჰქონდა ძალიან სქელი ლანჩები, რაც მსახიობს სიმაღლეს საგრძნობლად მატებდა. კოტურნების გამოყენება გაპირობებული იყო ანტიკური თეატრის დიდი მოცულობით. მაღალი ფიგურა მეტ სიდიადეს ანიჭებდა ტრაგედიის გმირებს, რაც მთლიანად შეესაბამებოდა მითის მოთხოვნებს. ანტიკური ტრადიცია კოტურნების (და აგრეთვე, ტრაგიკოსი მსახიობის ჩაცმულობის სხვა კომპონენტების შემოღებას) მიაწერს ესქილეს.



[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები