პარაგონიმოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პარაგონიმოზი''' – (paragonomosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Paragonimus + o...) |
14:45, 20 მარტი 2023-ის ვერსია
პარაგონიმოზი – (paragonomosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Paragonimus + osis დაავადება), ბეწვიანი ნადირის, ძროხეულის, ღორის, ადამიანის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ტრემატოდა – Paragonimus westermani პარაზიტობს ფილტვებში. გავრცელებულია შორეულ აღმოსავლეთში, შუა აზიის ქვეყნებში. სიმპტომები: ხველა, გართულებული სუნთქვა, ხიხინი ფილტვებში.