ტოქსასკარიდოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტოქსასკარიდოზი''' – (toxascaridosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Toxascar...) |
15:24, 28 მარტი 2023-ის ვერსია
ტოქსასკარიდოზი – (toxascaridosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Toxascaris + ბერძნ. osis დაავადება), ხორცისმჭამელების ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Toxascaris leonina პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან. ავადდება მოზარდეული ექვსი თვის ასაკიდან და უფროსი ასაკის ცხოველები.
სიმპტომები: ფაღარათი, ყაბზობა, მუცლის გადიდება, პირღებინება, ჭვლები, ლორწოვანი გარსების სიმკრთალე, უმადობა, ზოგჯერ გაუკუღმართებული მადა, სიგამხდრე, ეპილეპტიკური კრუნჩხვები.