ტრიქოსტრონგილოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტრიქოსტრონგილოზები''' – (trichostrongyloses; აღმძვრელის გვარის დასახელ...) |
13:23, 29 მარტი 2023-ის ვერსია
ტრიქოსტრონგილოზები – (trichostrongyloses; აღმძვრელის გვარის დასახელება Trichostrongylus + ბერძნ. oses დაავადებები), მცოხნელი ცხოველების, ფრინველისა და ადამიანის ჰელმინთოზები, რომელთა აღძვრელები – Trichostrongylus-ის გვარის ნემატოდები, პარაზიტობენ კუჭსა და წვრილ ნაწლავებში. განსაკუთრებით საყურადღებოა მცოხნელთა ტრიქოსტრონგილოზები.
სიმპტომები: მადის დაკარგვა, ფაღარათი, სისუსტე, სიგამხდრე.