ფრანსაიელოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფრანსაიელოზი''' – (francaiellosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Francaiella + ...) |
16:01, 29 მარტი 2023-ის ვერსია
ფრანსაიელოზი – (francaiellosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Francaiella + ბერძნ. osis დაავადება), ძროხეულის ტრანსმისიული დაავადება. აღმძვრელი, ერთუჯრედიანი – Francaiella colchica პარაზიტობს ერითროციტებში.
სიმპტომები: სხეულის მაღალი ტემპერატურა, ლორწოვანი გარსების ანემიურობა და სიყვითლე, ჰემოგლობინურია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის აშლილობა, გულსისხლძაღვთა სისტემის ფუნქციის მოშლა. ფრანსაიელოზი ხშირად ვლინდება პიროპლაზმოზთან ერთად.