ქელიცერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქელიცერები''' – (ბერძნ. chele მარწუხი + keras რქა), ტკიპების კიდურებ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:33, 30 მარტი 2023 მდგომარეობით
ქელიცერები – (ბერძნ. chele მარწუხი + keras რქა), ტკიპების კიდურების პირველი წყვილი, რომელიც განთავსებულია ზედა ტუჩის ზემოთ. ტკიპების სახეობათა უმრავლესობას სამნაწევრიანი ქელიცერები აქვთ, რომელთა ბოლო ნაწევრები მარწუხებს ქმნიან. მარწუხის პირველი თითი მოძრავია, მეორე – უძრავი. ქელიცერების დანიშნულებაა საკვებისათვის პირის წავლება და მისი დაღეჭვის ხელშეწყობა.