მაჩაბელი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაჩაბელი მიხეილ ვახტანგის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[მიხეილ მაჩაბ...)

12:03, 11 მაისი 2017-ის ვერსია

მიხეილ მაჩაბელი

მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი – (დ. 15 ნოემბერი, 1858, ქ. თბილისი). ქართველი. სოფლის მეურნე.

თბილისის ადრესი – საპიორნი ქუჩა, ს. №11, ბინა №2, ტელეფონი – 10-35.

სარჩევი

პარტიული რწმენა

დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატი

განათლება

გაათავა ტფილისის რეალური სასწავლებელი (1878 წ.) და მერე უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვში პეტროვსკო-რაზუმოვსკი აკადემიაში, ხოლო დიპლომი არ მიიღო, რადგან იძულებული იყო დაეტოვებინა მოსკოვი, ჟანდარმების განკარგულებით, სტუდენტების არეულობის გამო.

განვლილი ცხოვრების ეტაპები

მოსკოვში (1879 წ.) მიიღო მონაწილეობა ქართველების სათვისტომოს დაარსებაში (ეს პირველი სათვისტომო იყო რუსეთში). 1883-1885 წ. მიიღო მონაწილეობა ქალაქის თვით მართველობაში საფინანსო (შემოსავალ-გასავლის) განყოფილების რეორგანიზაციაში და იდგა სათავეში ხარჯთამკრეფ და სავაჭრო ზედამხედველთა უწყებაში. იყო ხმოსნათ ქ. თბილისის საბჭოში (1887-1892 წ.წ.) და ამის ინიციატივით იყო მოწყობილი პირველი ქართველთა ამომრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც არჩევნებში სომხის ბურჟუაზია დაამარცხა. ამისავე ინიციატივით და თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლების თ. თ. კ. ი. ბაგრატიონ-მუხრანსკის და დ. ზ. მელიქიშვილის შუამდგომლობით მოხდა რეორგანიზაცია თბილისის სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა და ამ ბანკის თანხები და მოგება გადაეცა საკუთრებათ თავად-აზნაურობას დასაკმაყოფილებლად საზოგადო საჭიროებათა სოფლის მეურნეთა განურჩევლათ წოდებისა. ამისავე ინიციატივით თავად-აზნაურობამ დააარსა (1907 წ.) საადგილ-მამულო კომისია, რათა ქართველ სოფლის მეურნეთ, უპირველეს ყოვლისა ყოფილ გლეხ-კაცთათვის გაადვილებულიყო მიწის შეძენა და დამუშავება. ამ კომისიის თავმჯდომარეთ იყო 1907-1912 წ.წ. მ. ვ. მაჩაბელი იყო არჩეული ორჯელ (1909 და 1915 წ.წ.) ამომრჩევლად სრულიად რუსეთის თავად-აზნაურთა კრებაში სახელმწიფო საბჭოს წევრთა ასარჩევათ.

ქართულ საქველმომქმედო საზოგადოების თავმჯდომარეა 1914 წლიდან დღემდე, და თავმჯდომარეობდა ქართველთა (1915-1917 წ.წ.) ინტერ-პარტიულ კრებებზე, რომელსაც დასახული ჰქონდა შემუშავება ქართველთა შორის საზოგადო აზრისა და ერთგვარი მოქმედება და დამოკიდებულობა მეზობელ ერებთან. ამავე საქველმოქმედო საზოგადოების და ამ ინტერ-პარტიული კრებების მეოხებით აჭარა-ქობულეთი და სხვა ქართველი მუსულმანობა გადარჩა დიდის უბედურობისაგან და აოხრებისაგან.

მ. ვ. მაჩაბელი (1883-1885 წ.წ.) მსახურობდა ქ. თბილისის თვითმართველობაში და (1885-1918 წ.წ.) მიწათ მოქმედების სამინისტროში და ბოლო დროს (1899-1918 წ.წ.) იყო მთავარ გამგეთ გლეხ-კაცთა მიწათ-მომწყობი პარტიისა.

1917 წ. სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ მ. ვ. მაჩაბელი აირჩია საკათალიკოსო საბჭოს წევრად.

1917 წ. საქართველოს ყრილობამ აირჩია საქართველოს საბჭოს წევრად.

პუბლიცისტური მოღვაწეობა

მ. ვ. მაჩაბელის (ფსევდონიმი მ. თბილისელი) საეკონომიო და საზოგადო მნიშვნელობის წერილები იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ გაზეთებში: „ივერიაში“, „Кавказ-ში“, „Закавказіа-ში“ და სხ. სხვათა შორის ქართულ ენაზე იყო დაბეჭდილი წერილები „სოფელი და სოფლელნი“ და რუსულათ: Мотивы Социализма въ Грузіи. აქვს დაბეჭდილი რუსულ ენაზე წიგნი: „გამოკვლევა თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხ-კაცთა ეკონომიური ყოფა-ცხოვრებისა“.* მ. ვ. მაჩაბელი იყო რედაქტორი გაზეთი „Закавказъе“-სი იმ დროს, როცა ეს გაზეთი იცავდა კახეთის რკინის გზას და წინააღმდეგი იყო ამ გზის გადაცემისა ტაგიანოსოვის და კ Ο ხელში.

მ. მაჩაბელი

სქოლიო

* Изслħдованія Экономического быта Государственныхъ крестьянъ Тіонетскаго Уħзда.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები