ჰისტრიქოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჰისტრიქოზი''' – (hystrichosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Hystrichis + ბერ...) |
მიმდინარე ცვლილება 11:27, 31 მარტი 2023 მდგომარეობით
ჰისტრიქოზი – (hystrichosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Hystrichis + ბერძნ. osis დაავადება), იხვის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Hystrichis tricolor პარაზიტობს ჯირკვლოვან კუჭში. ჰისტრიქოზი გავრცელებულია კერობრივად. განსაკუთრებით მძიმედ ავადობს მოზარდეული. უფროსი ასაკის ფრინველები პარაზიტმატარებლები არიან.
სიმპტომები: მადის უქონლობა, დაბეჩავება, ხილული ლორწოვანი გარსების ანემიურობა. ბუმბული ჭუჭყიანი და აბურძგნულია. ვითარდება ფაღარათი, დარღვეულია მოძრაობის კოორდინაცია. ფრინველი ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, გამხდარია, უეცრად კვდება.