ნიკომახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნიკომახი''' - (I - II სს.), ძველი ბერძენი მათემატიკოსი. შრომაში „არ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:40, 3 აპრილი 2023 მდგომარეობით
ნიკომახი - (I - II სს.), ძველი ბერძენი მათემატიკოსი. შრომაში „არითმეტიკის შესავალი“ გადმოცემულია რიცხვთა თეორიის საფუძვლები; ეს არის პირველი სისტემატიზირებული სახელმძღვანელო არითმეტიკაში, რომლითაც 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სარგებლობდნენ შუასაუკუნეების ევროპის სკოლებში. მან დაწერა აგრეთვე ტრაქტატი „გეომეტრიის შესავალი.