ანტიე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანტიე''' – ნამდვილი რიცხვის მთელი ნაწილი, ე.ი. უდიდესი მთელი ...) |
16:32, 5 აპრილი 2023-ის ვერსია
ანტიე – ნამდვილი რიცხვის მთელი ნაწილი, ე.ი. უდიდესი მთელი რიცხვი, რომელიც არ არის მოცემულ რიცხვზე მეტი. აღინიშნება სიმბოლოთი [x]. სახელწოდება წარმოშობილია ფრანგული სიტყვიდან Entier – „მთელი“, და გამართლებულია თვით განსაზღვრით. აღნიშვნა ფრანგული სახელწოდების პირველი ასოთი E(x) შემოიღო ლეჟანდრმა წიგნში „რიცხვთა თეორია“ (1798). აღნიშვნა y=[x] ეკუთვნის გაუსს (1808).