მაკუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მაკუსი''' – ძველრომაული ატელანების ტრადიციული ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:27, 10 აპრილი 2023 მდგომარეობით
მაკუსი – ძველრომაული ატელანების ტრადიციული პერსონაჟი. ტლანქი ბრიყვის ტიპი, რომელსაც გამუდმებით დასცინიან და წარამარა უტყაპუნებენ. ცნობილია სიუჟეტები, რომელშიც მაკუსი გამოდიოდა ხან შერისხულ-გაძევებულის, ხან კვალარეული ჯარისკაცის და ზოგჯერ ქალიშვილის როლშიც კი. მაკუსის ჩვეული ნიღაბია – მელოტი, გრძელი ცხვირი და ვირის ყურები.