მგოსანი (სახიობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მგოსანი''' (მგოსნობა) – მომღერალი, ჩანგზე დასაკვრელი, [[შაირი (...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მგოსანი (სახიობა)“ გადაიტანა გვერდზე „მგოსნობა“) |
15:05, 10 აპრილი 2023-ის ვერსია
მგოსანი (მგოსნობა) – მომღერალი, ჩანგზე დასაკვრელი, შაირების და ლექსების შემთხზველი მსახიობი შუა საუკუნეების საქართველოში; ვაჟიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ქალიც. მგოსანი არ იყო ჩვეულებრივი მომღერალი, რადგან, იგი სახიობის ავტორიც იყო და შემსრულელიც. XII-XIII ს. ისტორიკოსები, თავისი დროის სახიობის შემსრულებელთა შორის, პირველ რიგში, მგოსნებს იხსენიებენ. არსებობდა „სალხინო“ და „გლოის“ მგოსნობა. „გლოის (ლოვის) მგოსნობა“ მიცვალებულის დატირებასთან იყო დაკავშირებული. მისი ნაირსახეობა „ზარი“ – სამეგრელოში, „დალაობა“ – თუშ-ფშავ-ხევსურეთში, „აფსხურა“ – აფხაზეთში.
„სალხინო” მგოსნობას, ძირითადად, სატრფიალო და ეროტიკული შინაარსი ჰქონდა.