ობირუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ობირუ''' (იგივე ოტრაღოდუ) – ძველქართული ხალხური (ლაზური) ცეკვ...) |
15:54, 28 აპრილი 2023-ის ვერსია
ობირუ (იგივე ოტრაღოდუ) – ძველქართული ხალხური (ლაზური) ცეკვა, ჭანური ფერხისა. მონაწილენი ორ ჯგუფად იყოფიან. თითოეულ ჯგუფში ხუთი ან მეტი მონაწილეა. ჯგუფები ერთმანეთის პირისპირ განლაგდებიან და ერთმანეთისკენ ცეკვით მიიწევენ. ამასთანავე, თითოეული მხარე ექსპრომტის საშუალებით აქილიკებს, დასცინის მოპირდაპირეს. დიდ ინტერესს იწვევს რიტმისა და შესიტყვების, პლასტიკისა და იმპროვიზაციის შერწყმის თვალსაზრისით.