რეჩიტატივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რეჩიტატივი''' – (იტალ. recitativo, recitare – დეკლამირება, < ლათ. recito – წარმოვ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:25, 3 მაისი 2023 მდგომარეობით
რეჩიტატივი – (იტალ. recitativo, recitare – დეკლამირება, < ლათ. recito – წარმოვთქვამ ხმამაღლა), ვოკალური მუსიკის სახეობა, რომელიც უახლოვდება სასიმღერო დეკლამაციას; ეფუძნება მეტყველების ემოციურად შეფერილ ინტონაციებს, ხმის აწევ-დაწევას, აქცენტებს, პაუზებს (და ა.შ.). მისი დამკვიდრება უკავშირდება საოპერო ხელოვნების წარმოშობას (მე-16-17 სს. მიჯნაზე). ოპერების გარდა რეჩიტატივს მიმართავენ სხვა ვოკალური ჟანრებიც (კანტატა, ორატორია). დრამატულ თეატრში ხშირად გამოიყენება ჰიპერბოლის ან პაროდირების მიზნით.