სკარამუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სკარამუჩა,''' სკარამუში – იტალიური კომედია დელ’არტეს [[პერ...) |
11:48, 5 მაისი 2023-ის ვერსია
სკარამუჩა, სკარამუში – იტალიური კომედია დელ’არტეს პერსონაჟი; პირველ ხანად იყო კაპიტანის ერთ-ერთი ვარიანტი და მისგან განსხვავდებოდა მხოლოდ შავი სამოსით. გამოჩენილმა ნეაპოლიტანელმა მსახიობმა ტ. ფიორილიმ (მე-17 საუკუნის 40-იანი წწ.) შეცვალა ამ ნიღბის ხასიათი და იგი აქცია მაღალი წრის ტრაბახა წარმომადგენლად.