სამსახიობო ტექნიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სამსახიობო ტექნიკა''' – (ბერძნ. techne – ოსტატობა, ხელოვნება), პრო...) |
მიმდინარე ცვლილება 16:41, 5 მაისი 2023 მდგომარეობით
სამსახიობო ტექნიკა – (ბერძნ. techne – ოსტატობა, ხელოვნება), პროფესიული ხერხების ერთობლიობა, რომელიც შეძენილია სწავლის ან დაკვირვების შედეგად. ჩვევისგან განსხვავებით, განიცდის მუდმივ ცვალებადობას და სრულყოფას. ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშემსრულებლო ხელოვნებაში. სამსახიობო ტექნიკის სახეობებია: ფსიქოტექნიკა, მეტყველების, მოძრაობის, ჟესტის, მიმიკის, მზერის ტექნიკა და სხვ.