მიზანსცენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(კინოში)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
===კინოში===
 
===კინოში===
ფილმის პერსონაჟთა და მოქმედების განლაგება სცენაში (სერია კადრებისა, რომლებიც გაერთიანებული არიან შინაარსის, მოქმედების დროისა და ადგილის ერთიანობით), რაც გამოხატავს ფილმის იდეურ–მხატვრულ ჩანაფიქრს. კინოში „მიზანსცენის“ შემადგენელი ნაწილია „მიზანკადრი“. კინოს მიზანსცენა ენათე- სავება თეატრალურს, მაგრამ აქ იგი იქმნება რეჟისორის, მსახიობების, ოპერატორისა და მხატვარ–დეკორატორის კოლექტიური შემოქმედებით. კინოაპარატის მოძრაობისა და კინოდეკორაციების სამგანზომილებიანობის გამო კინემატოგრაფიულ მიზანსცენას არ ახასიათებს ისეთი პირობითობა, როგორიც თეატრალურს, რომელიც შემოზღუდულია სამი კედლით, სასცენო მოედნის ზომებით და ხედვის ერთადერთი წერტილით (მაყურებელთა დარბაზიდან).
+
ფილმის პერსონაჟთა და მოქმედების განლაგება სცენაში (სერია კადრებისა, რომლებიც გაერთიანებული არიან შინაარსის, მოქმედების დროისა და ადგილის ერთიანობით), რაც გამოხატავს ფილმის იდეურ–მხატვრულ ჩანაფიქრს. კინოში „მიზანსცენის“ შემადგენელი ნაწილია „მიზანკადრი“. კინოს მიზანსცენა ენათე- სავება თეატრალურს, მაგრამ აქ იგი იქმნება რეჟისორის, მსახიობების, ოპერატორისა და მხატვარ–დეკორატორის კოლექტიური შემოქმედებით. კინოაპარატის მოძრაობისა და კინოდეკორაციების სამგანზომილებიანობის გამო კინემატოგრაფიულ მიზანსცენას არ ახასიათებს ისეთი [[პირობითობა (მხატვრული)|პირობითობა]], როგორიც თეატრალურს, რომელიც შემოზღუდულია სამი კედლით, სასცენო მოედნის ზომებით და ხედვის ერთადერთი წერტილით (მაყურებელთა დარბაზიდან).
 
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 13:53, 8 მაისი 2023 მდგომარეობით

მიზანსცენა − (ფრანგ. mise en scene – განლაგება სცენაზე),

[რედაქტირება] თეატრში

სპექტაკლის ამა თუ იმ მომენტში მსახიობთა სცენაზე განლაგება ერთმანეთთან მიმართებაში და არსებულ ნივთიერ გარემოსთან ცხრობრივ შესაბამისობაში. მიზანსცენის დანიშნულებაა ადამიანების ფიგურათა გარეგნული შეთავსებით, ცხადჰყოს მათი ურთიერთდამოკიდებულება და მოქმედების არსი. აქედან გამომდინარე, იგი პიესაში მოცემული ვითარების მხატვრული განსახოვნების უძლიერესი საშუალებაა. მისი მთელი ძალით „ამუშავება“ რეჟისორის უმთავრესი ფუნქციათაგანია. მიზანსცენირების წყალობით რეჟისორი ამხელს თავის თეატრალურ ხედვას, მსოფლშეგრძნებას, სულისკვეთებას. მიზანსცენების სისტემური განლაგება სპექტაკლს სძენს პლასტიკურ ფორმას.

მიზანსცენა ავლენს სპექტაკლის „თამაშის წესს“, ამძაფრებს ჟანრის შეგრძნებას, აყალიბებს სტილს. ამ პროცესში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ფსიქოლოგიური დამაჯერებლობის და პირობითობის შეთავსება. ამასთანავე, სწორედ მიზანსცენის წყალობით რეჟისორი იყენებს ისეთ მხატვრულ საშუალებებს, როგორიცაა სიმბოლო, მეტაფორა, ჰიპერბოლა. მიზანსცენირება დიდად არის დამოკიდებული სპექტაკლის სივრცობრივ გადაწყვეტაზე და აქ რეჟისორის უშუალო თანაშემოქმედად გვევლინება სპექტაკლის მხატვარი.

[რედაქტირება] კინოში

ფილმის პერსონაჟთა და მოქმედების განლაგება სცენაში (სერია კადრებისა, რომლებიც გაერთიანებული არიან შინაარსის, მოქმედების დროისა და ადგილის ერთიანობით), რაც გამოხატავს ფილმის იდეურ–მხატვრულ ჩანაფიქრს. კინოში „მიზანსცენის“ შემადგენელი ნაწილია „მიზანკადრი“. კინოს მიზანსცენა ენათე- სავება თეატრალურს, მაგრამ აქ იგი იქმნება რეჟისორის, მსახიობების, ოპერატორისა და მხატვარ–დეკორატორის კოლექტიური შემოქმედებით. კინოაპარატის მოძრაობისა და კინოდეკორაციების სამგანზომილებიანობის გამო კინემატოგრაფიულ მიზანსცენას არ ახასიათებს ისეთი პირობითობა, როგორიც თეატრალურს, რომელიც შემოზღუდულია სამი კედლით, სასცენო მოედნის ზომებით და ხედვის ერთადერთი წერტილით (მაყურებელთა დარბაზიდან).

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები