ფუტურიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფუტურიზმი''' – (ლათ. futurum – მომავალი), ერთ-ერთი ძირითადი ავანგარ...) |
11:34, 11 მაისი 2023-ის ვერსია
ფუტურიზმი – (ლათ. futurum – მომავალი), ერთ-ერთი ძირითადი ავანგარდისტული მიმდინარეობა მე-20 ს. დასაწყისის ევროპულ ხელოვნებაში. განსაკუთრებული გამოძახილი ჰპოვა იტალიასა და რუსეთში. ფუტურიზმის დოქტრინა გულისხმობდა სრულ დაშორებას ტრადიციულ კულტურასთან, თანადროული ურბანისტული ცივილიზაციის ესთეტიკის დამკვიდრებას მთელი მისი დინამიკით, გაუპიროვნებულობით, იმმორალიზმით; ფუტურისტები ასახავდნენ „ბრბოში მყოფი ადამიანის“ ცნობიერებას, გადმოსცემდნენ ტექნიზირებული „ინტენსიური ცხოვრების“ რიტმს.