ქორეგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქორეგი''' − (ძვ. ბერძ. Χορηγός), მდიდარი მოქალაქე ათენში (V...) |
12:24, 11 მაისი 2023-ის ვერსია
ქორეგი − (ძვ. ბერძ. Χορηγός), მდიდარი მოქალაქე ათენში (V–IV. საუკ. ძვ. წ.ა.), რომელსაც სახელმწიფო აკისრებდა საპატიო მოვალეობას (ქორეგიას) – ქოროს შედგენას, მისი წევრებისათვის ტანსაცმლისა და სხვ. საზღაურის გადახდას. ქორეგი მონაწილეობდა დრამატულ შეჯიბრში დრამატურგთან და მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობთან ერთად. გამარჯვებულებს ქორეგი ჯილდოს უხდიდა.