ქცევა (სცენური)
(ახალი გვერდი: '''ქცევა''' – ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელი ურთიერთქმ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამსახიობო ხელოვნება]] |
მიმდინარე ცვლილება 12:40, 11 მაისი 2023 მდგომარეობით
ქცევა – ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელი ურთიერთქმედება, მოძრაობითი აქტივობა და ორიენტაცია მის ირგვლივ არსებულ გარემოსთან ქცევის ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური აქცენტაციის თეატრისათვის, როგორც გარდამავალი ფაზა ქცევიდან მოქმედებისაკენ (ფიზიკური ქმედების მეთოდი).
ადამიანის ქცევა განუყოფელია მეტყველებისა და სხვა აზრობრივ-ნიშნობრივი სისტემებისაგან. რაც უფრო ორგანულია მსახიობის ქცევა სცენაზე, მით უფრო ორგანულია მისი მეტყველებაც.
ქცევის ღირებულებითი (აქსიოლოგიური) ასპექტები მკაფიოდ ვლინდება მაშინ, როცა ქცევა იძენს საქციელის ხარისხს, ანუ გადაიქცევა პიროვნულ აქტად. გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი, რაციონალური და ემოციონალური კომპონენტები იმყოფებიან რთულ თანაფარდობაში. გაუცნობიერებელი ფსიქიკური ფაქტორების ქმედება ყველაზე უფრო რელიეფურად მჟღავნდება ემოციების სფეროში, სიმპათიასა და ანტიპათიაში, ქცევის აფექტურ გამოვლინებაში. მსახიობის ხელოვნებაში ქცევა და მოქმედება განუშორებელი, განუყრელი მოვლენებია.